•პროექტის სათაური: სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება
პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა საგნებში კონკრეტული თემების შესწავლისას მასწავლების მიერ და მოსწავლეების ორგანიზებით დაიგეგმება გასვლითი სასწავლო ექსკურსიები..
>პროექტის სრული აღწერა: რომელიმე კონკრეტული თემის შესაწავლისას მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, რომ მოეწყოს სასწავლო ექსკურსია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს უფრო ღრმად შეისწავლონ ესა თუ ის საკითხი.ამ ექსკურსიის მოწყობა თავიდან ბოლომდე უნდა დაიგმოს კლასში მოსწავლეების მიერ და მასწავლებლის მითითბებით.ამ პროექტზე მუშაობის პროცესი დაყოფილი იქნება ეტაპებად, თითოელი ეტაპისთვის იქნება მიცემული დიფერენცირებული სამუშაოები, რომლის შესასრულებლად განისაზღვრება დრო. მიცემული დავალებების შინაარსის მიხედვით განისაზღვრება მუშაობის ფორმა ( ჯგუფური, ინდივიდუალური) და შეფასება.
პროექტის შესასრულებლად მასწავლებელი კლასს დაყოფს ჯგუფებად და მისცემს სხვადასხვა დავალებებს:
მაგალითისთივის განვიხილოთ, რომელიმე ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად მოსაწყობი ექსკურსიის პროექტი:
პირველი ეტაპი
• პირველი ჯგუფი შეისწავლის ამ ძეგლის ისტორიას და ეპოქას, რომელსაც ეკუთვნის იგი.
• მეორე ჯგუფი შეისწავლის ამ ძეგლის გეოგრაფიულ მდებარეობას და გარემოს.
• მესამე ჯგუფი კი მოიძიებს და დაახასიათებს ამათუ იმ ძეგლის არქიტექტურას, ანუ რით არის იგი განსაკუთრებული.
• საბოლოოდ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ვიღებთ მთლიან სურათს . ვეცობით ეპოქას, ვსწავლობთ მხარეს და ვახასიათებთ იმ ეპოქის კულტურას.
მეორე ეტაპი
მოხდება თითოეული ჯგუფიდან ერთ ერთი მოსწავლის ( ამაზე თავად ჯგუფის წევრები შეთანხმდებიან ვინ მოახდენს პრეზენტაციას) მიერ მოძიებული მასალის პროეზენტაცია, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსიები და მოხდება შესრულებული სამუშაოს შეფასება.
მესამე ეტაპი
უკვე მოძიებულ და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდება
ხარჯთაღრიცხვის წარმოება. გეოგრაფიული მონაცემებზე დაყრდნობით გავიგებთ თუ რა მანძილითაა დაშორებული ჩვენთვის საინტერესო ობიექტი, რის საფუძველზეც შეირჩევა ტრანპორტის სახეობა და განისაზღვრება საწვავისა და საკვების ხარჯი.
მეოთხე ეტაპი
გადაწყდება ორგანიზაციული საკითხები.
მასწავლებელი მოიწვწვს მშობელთა კრებას, სადაც გააცნობს ეკსკურსიის მოწყობის მიზნებსა და ამოცანებს, რათა მშობლებმა უზრუნველყონ მატერიალური რესურსებით დაგეგმილი ექსკურსია.
აგრეთვე მასწავლებელი ოფიციალურად მიმართავს სკოლის ადმინისტაციას და ითხოვს ნებართვას კლასის ექსკუსიაზე წასაყვანად.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავოს ცოდნა სხვადასხვა საგნებში. ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხის მგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ამ პროექტზე მუშოაბისას მოსწავლეს გამოუმუშოავდება შემდეგი
უნარ_ ჩვევები:
• ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
• ისტორიული კვლევა და ინტერპრეტაცია
• სივრცეში ორიენტაცია
• გეოგრაფიული კვლვა, რუკების და სქემების გამოყენება
• თანამშრომლობა
• შემოქმედებითი უნარი.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: • პროექტის სათაური . სასწავლო ექსკურსიების ორგანიზება
მოსალოდნელი შედეგები. პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ ესსე. გააკეთონ ფოტოალბომი და ვიდეო-კოლაჟი.
შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები მიეჩვევიან სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას და მარტივი კვლევის ჩატარებას. ( ლიტერატურა, ისტ_ ტექნოლოგიები, ფოტოები, რუკები) ასევე მოახდენენ შეგროვებული მასალის პრეზენტაციას, რაც განუვითარებს თვით შემოქმედებითობას. გაიმართება დისკუსიები, რაც განუვითარებს მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას..
სარგებელი სხვებისთვის
შაგროვებენ სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე ინფორმაციას და მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვებსაც.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და საგენბთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეებს გაუმჯობესდებათ უნარები სხვადასხვა საგნებში.
ისტორია შისწავლიან სხვადსხვა წყაროებზე დაყრდნობით ამა თუ იმ ღირშესანიშნაობის ისტორიას და ეპოქას.
გეოგარაფია ადგილის მდებარეობას, გარემოსა და ჰავას
ლიტერატურა თუ რომელი მწერლის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა ამა თუ იმ ისტორიულმა ძეგლმა. არსებობს თუ არა რაიმე ხალხური თქმულებები ამის შესახებ.
ხელოვნება: გააცნობიერებენ ქართული კულტურის მიღწევებს, როგორც ხუროთმოძღვრებაში ასევე სფეროაბშიც, ხუროთმოძღვრული ძეგლების , როგორც ხელოვნების ნიმუშების ესთეტიკური აღქმა
მათემატიკა გამოითვლიან მანძილს, განსაზღვრავენ ხარჯებს.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფური მუშაობის დროს
შეფასება განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით
ორგანიზებულობა 30%
ჩართულობა30%
პრეზენტაცია 40%
საბოლოო შედეგი:
ჩემი აზრით ასე დეგეგმილი ნებისმიერი სასწავლო ექსკურსია გამოიღებს მაქსიმალურ შედეგს. მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა საგნებში. გამოიმუშავებენ დამოუკიდებელი კვლევის უნარ ჩვევბს. ისწავლიან სხვადასხვა წყაროების გამოყენებას. პრეზენტაციის დროს განუვითარდებათ შემოქმედებითობა. დისკუსის დროს კი ისწავლინ კროტიკული აზრის გამოთქმას და მის გაზიარებას. გამოიმუშავებენ თანამშრომლური მუშაობის უნარ-ჩვევას.
ასეთი მუშაობით მიიღწევა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,
გარდა ამისა მიეჩვევიან ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასაც.
ასეთი მეთოდით დადგემილი ექსკურსია გადაჭრის იმ პრობლემებს, რაც თავში იყო დასმული და მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)